მოგესალმებით ჩემს ბლოგზე სადაც განთავსებულია ინფორმაცია ჰერეთის შესახებ, იმედია თქვენთვის საინტერესო იქნება...

Monday, June 11, 2012

ვიდეოები ჰერეთზე

იულონ გაგოშიძე საინგილოს პრობლემების შესახებ

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა იულონ გაგოშიძემ ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაასრულა. იგი შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის მინისტრს აბულფაზ კარაევს, აგრეთვე, განათლების მინისტრს მისირ მარდანოვს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს ნაზიმ იბრაგიმოვსა და რელიგიის კომიტეტის თავმჯდომარეს. ამის გარდა, მან საინგილოში იმოგზაურა.

ვიზიტის მიზანი იყო მინისტრი კარგად გაცნობოდა ქართული დიასპორის პრობლემებს აზერბაიჯანსა და საინგილოში, რათა შემდეგ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტრომ შეძლოს იქ მცხოვრები ქართველების დახმარება. მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი და, იმავდროულად, მეგობარი ქვეყანაა, შესაბამისად, ყველა პრობლემა შეიძლება მოლაპარაკებით გადაწყდეს.

საინგილოში არსებობს ალიბეგლოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართული თეატრი. იულონ გაგოშიძემ და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა მოილაპარაკეს იმის შესახებ, რომ თეატრი საქართველოში გამართავს გასტროლებს. სახელმწიფო მინისტრმა შესთავაზა მათ, რომ ამ თეატრში ქართულ ენაზეც დაიდგას ან ქართველი, ან აზერბაიჯანელი დრამატურგების სპექტაკლები.

კულტურის მინისტრთან შეხვედრისას ისაუბრეს ქურმუხის ეკლესიის შესახებ. აზერბაიჯანული მხარე ცდილობს, იგი აღიაროს ალბანური ხუროთმოძღვრების ძეგლად, ტაძარი წელიწადში მხოლოდ ორჯერ იხსნება – გიორგობის დღესასწაულზე. ამის გამო, მინისტრი დაუგეგმავად შეხვდა რელიგიის საკითხებში სახელმწიფო კომისიას. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დაარწმუნა იქაური საზოგადოება, რომ ეს არის ქართველების მიერ აგებული ეკლესია და საჭიროა წირვა-ლოცვის აღდგენა.

რაც შეეხება განათლებას, არსებობს თორმეტი შერეული სკოლა, ანუ აზერბაიჯანულ-ქართული. ზოგიერთი სკოლა ძალიან კარგად არის მოწყობილი, ზოგს დახმარება სჭირდება. მინისტრი ფიქრობს, რომ საჭიროა მათ დავეხმაროთ სახელმძღვანელოებით, საკვირაო სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნით. გავუგზავნოთ ქართველი მწერლებისა და პოეტების სურათები. იულონ გაგოშიძის აზრით, მისი სამდღიანი ვიზიტი აზერბაიჯანსა და საინგილოში ძალიან ნაყოფიერი იყო.

“მე ვარ შუამავალი საქართველოს ხელისუფლებასა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს შორის,” – განაცხადა მან აზერბაიჯანიდან ჩამოსვლის შემდეგ.

საინგილო( რას ნიშნავს სიტყვა ინგილო?)

გამაჰმადიანებულ ქართველებს უწოდებდნენ “იანგილოს”, რაც თურქულად ნიშნავს “ახალს” ”ახალად მორჯულებულს”. სახელწოდება “ინგილო” მიღებილი ჩანს ძველ თურქული იანგილი—იანგილო ფორმიდან (ყანგილი—ყანგილო), ხოლო “ინგილოდან” წარმოსდგა სახელწოდება “საინგილო”. ამგვარად, კახეთის აღმოსავლეთ ნაწილმა ნაწილმა XVIII ს. მიიღო საახელწოდება “საინგილო”. როგორც ზემოთქმულიდან ჩანს, “ინგილო” არა ეთნიკური, არამედ სოციალური შინაარსის ცნებაა, ე.ი. “ინგილო” როგორც ერი არ არსებობს, ინგილოები ქართველები არიან.
საინგილოში, განსაკუთრებით ბელაქნის რაიონში, ბევრი დღევანდელი ლეკის წინაპარი ქართველი იყო. ისტორიამ შემოგვინახა ცნება, რომ ყოფილი ვაჩნაძეები დღეს გალაჯოევის გვარს ატარებენ, ერისთავები—ნასტაგალოვის და სხვა. საინგილოში ბევრმა ლეკმა იცის, რომ მათი წინაპრები ქართველები იყვნენ, იციან თავვიანთი ქართული გვარებიც.
საინგილო ეწოდება მხარეს, რომელსაც საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და ამჟამად ბელაქნის ზაქათლისა და კახის რაიონებით აზერბაიჯნის ფარგლებშია მოქცეული. საინგილოს წარსულში ელისენს უწიდებდნენ.
საინგილო მდიდარი ბუნება --- რელიეფის მრავალფეროვნება, შესანიშნავი ჰავა და წყალუხვი მდინარეები, მეტად ნაყოფიერი ნიადაგები, მდიდარი მცენარეულობის საფარი და ცხოველთა სამყაროს ძველთაგანვე იქცევდა ყურადღებას. იგი ლანდშაპტურად შიგაკახეთის ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს. საინგილოს ტერიტორია მიოცავს კახეთის კავკასიონსა და ალაზნის ვაკის აღმოსავლეთი ნაწილებს, დაშიური დაბალ ქედსა და აჯინოურის ვაკეს.
ამ მხარეში სოფლის მეურნეობა ოდითგანვე კარგად არის განვითარებული. მისი მთავარ დარგებს წარმოადგენს მეთამბაქოება, მეხილეობა, მეაბრეშუმეობა, მესაქონლეობა, მარცვლეულის მეურნეობა და სხვა. ამ მხარეში მრეწველობა ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების ბაზაზეა განვითარებული.
საინგილო მრავალფეროვანი მხარეა. აქ ცხოვრობენ ქართველები, (როგორც ქრისტიანები ასევე მაჰმადიანები) წახურები, ავარიელები, აზერბაიჯნელები, რუსები და სხვა.
საინგილოში ქართული სკოლები შუასაუკუნეებიდანვე არსებობს. დღეისათვის კი სამივე რაიონში 18 ქართული სკოლაა, აქ არის აგერეთვე აზერბაიჯნული და რუსული სკოლებიც. ამ მხარეში მრავალი კულტურ-საგანმანათებლო დაწესებულებაა: სკოლები, ბიბლიოთეკები, კინოთეატრები,კულტურის სახლები და სხვა.
საინგილო უძველეს დროში წარმოადგენდა ჰერეთის ჩრდილო—აღმოსავლეთ ნაწილს, დასახელებული იყო ქართველთა მონათესავე ტომი—ჰერებით. იგი ალვანეთის (ალბანეთის) სახელმწიფის ფარგლებში შედიოდა. ჰერეთის ქართ-კახეთთან ერთად, ძველი დროიდან მოყოლებული, ისტორიის მთელ მანძილზე (XV საუკუნემდე) ან საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის, ანდა ცალკე სამთავრებოს სახით არსებობს.
ჰერთი ჯერ XI საუკუნეში, შემდეგ XV საუკუნიდან კახეთის სამეფოს საზღვერებშია. XV საუკუნიდან სახელწოდება ჰერეთი ქრება პილიტიკური ნომენკლატურიდან და მთელ ტერიტორიას (კახეთ-ჰერეთისას), მდ.არაგვიდან მოყოლებული მდ.გიშისწყლამდე, კახეთი ეწოდება.
მომდევნო პერიოდი აღინეიშნება კახეთის სამეფო პოლიტიკური, ეკონომიური და კულტურული გაძლიერებით: ამასთან ერთად ირანის, თურქეთისა და შემდეგ დაღესტნის ფეოდალების შემოსევებით და გაუთავებელი ომებით, რასაც შედეგად მოყვა ამ მხარის საქართველოდან ჩამოშორება XVIII საუკუნეში და იქ ლეკების გაბატონება: ლეკებმა ირანის და თურქეთის დახმარებით ამ მხარის ადგილობრივი მცხოვრებნი—ქართველთა დიდი ნაწილი გაამაჰმადიანეს. გამაჰმადიანებულებს ახლად მორჯულებულებს (ძველი თურქულით YAHGILI) უწოდეს, საიდანაც წარმოსდგა სახელწოდება ინგილო, ამ მხარეს კი საინგილო დარექვა.
საინგილოს განთავისუფლება ლეკი დამპყრობლებისგან მოხერხდა მხოლოდ საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, XIX საუკუნის დასწყისში, რუსი და ქართველი ჯარის ერთობლივ მოქმედებით.
საინგილო მეფე რუსეთის იმპერიის დროს ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ დაყოფით 1832-1845 წლებში-საქრთველოს უშუალო ნაწილი, 1844-1860 წლებში ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქი (1844 წ. ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქს შემოუერთეს ილისუს სასულთნო, თანამედროვე კახის რაიონი და წახური ხეობა), ხოლო 1860—1917 წლებში ზაქათლის და ბელაქნის ოლქი, რომელიც საქრთველოს ფარგლებში შედიოდა: 1921 წლიდან იგი აზერბაიჯნის საზღვრებში მოექცა.
ამგვარად, საინგილო საქრთველოს ნაწილს წარმოადგენდა. ამ მხარის მოსახელობას – ქართველებს ოდითგანვე ეროვნება, ენა, კულტურა, სამეურნეო და კულტურული ცხოვრება, ლხინი და ჭირი საქართველოს (ჰერეთ-კახეთის) მოსახლეობასთან საერთო ჰქონდა და დღესდღეობითაც აგრძელებს.

ფოტოები

მოკლე ისტორიული ცნობები ჰერეთის შესახებ

საინგილო, ანუ ისტორიული ჰერეთის ერთი ნაწილი უძველესი დროიდანვე ქართველური ტომებით იყო დასახლებული. ახ. წ. აღ–ით I-II საუკუნეებიდან ჰერეთი მტკიცედ იყო გაერთიანებული ქართლის (იბერიის) სახელმწიფოში. III-IV სს–ში ჰერეთი და ჰერები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქართლის (იბერიის) სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ მხარეში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა IV საუკუნის პირველ ნახევარში მეფე მირიანის დროს ქრისტიანობის გავრცელებას. საისტორიო წყაროებში დაცული ცნობებიდან ირკვევა, რომ ნინოს მისიონერული მოღვაწეობის ობიექტთა შორის ერთ–ერთი ძირითადი ჰერეთის ქვეყანა ყოფილა.

ჰერეთის ტერიტორიაზე ქრისტიანობის გავრცელების ფაქტი თავის მხრივ დაკავშირებული იყო ქართველი ხალხის კონსოლიდაციასთან. შუა საუკუნეებში რელიგიური ნიშანი, ე.ი. ამა თუ იმ საეკლესიო ორგანიზაციისადმი დაქვემდებარება ერთ–ერთი გადამწყვეტი იყო. მისი მიხედვით განისაზღვრებოდა ინდივიდისა, თუ კოლექტივის შესაბამის ეთნიკურ ჯგუფში მონაწილეობა. ჰერეთის გაქრისტიანების საკითხის შესწავლა შესაძლებლობას გვაძლევს ვიმსჯელოთ არა მარტო მათ პოლიტიკურ–კულტურულ ორიენტაციაზე, არამედ ეთნიკურ თვითშეგნებაზეც. ქრისტიანული კულტურის დამნერგავი მთავარი ცენტრი ჰერეთისათვის იყო ქართლი. აქედან მიდიოდნენ მისონერები, აქედან წარმოებდა ქრისტიანობის პროპაგანდა და სხვა ხელშემწყობი ღონისძიებანი.

V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის ეპოქაში ჰერეთი ქართლის სამეფოს ერთ–ერთი საერისთაო იყო. მის სახელთან არის დაკავშირებული ჰერეთში ქალაქების, ეკლესიების, საეპისკოპოსო კათედრების (ბოდბე, ხორნაბუჯი, ბახალათი, ანუ ბახთალო, გიში და სხვა.) აგება – დაარსება, და საერთოდ მრავალი დიდი პოლიტიკურ–ადმინისტრაციული და კულტურული ღონისძიებების გატარება. ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული ცნობების მიხედვით ვახტანგ გორგასლის დროს, ჰერეთის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში, წუქეთში (თანამედროვე კახის რაიონი) იჯდა მთავარი, რომლის სამფლობელოც წუქეთის გარდა მოიცავდა ხუნძეთს (კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა მცხოვრები თანამედროვე იმიერკავკასიელი ტომების: ხუნძების, ავარების, წახურების ტერიტორია).